|
2019-12-31 16:06:41, 2568 ნახვა
საზოგადოება
2019 წლის განმავლობაში პრევენციული სამედიცინო გასინჯვები ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ინიციატივით დაგეგმილი პრევენციული სამედიცინო გასინჯვები 2019 წლის 13 აპრილიდან დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდა, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. სასჯელის მოხდის ადგილზე, მათივე თანხმობით, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, ონკოლოგის, რევმატოლოგის, ზოგადი ქირურგის, ინფექციონისტის კონსულტაციები, ელექტროკარდიოგრაფია და ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. სულ ჩატარდა 4743 კონსულტაცია/გამოკვლევა. ჩატარებული გამოკვლევებისა და კონსულტაციების შედეგად, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა შემდგომი სამედიცინო საჭიროებები, რომელთაგან, სამედიცინო ჩვენების შესაბამისად, ზოგიერთი სერვისი უკვე მიეწოდათ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს. ხოლო გეგმიური ინტერვენციები დაგეგმილია და ჩაუტარდებათ რეკომენდაციების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ პრევენციული სამედიცინო გასინჯვები იგეგმება და გაგრძელდება ასევე 2020 წელს, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით 2019 წლის 9 დეკემბერს დაიწყო პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დაგროვილი ე.წ. სამედიცინო რიგის, ანუ სამედიცინო მომსახურების მომლოდინეთა მომსახურებას და ამ რიგის განულებას ისახავს მიზნად. პროექტის დასაწყისისთვის მოცემულ ე.წ. რიგში 2382 ბრალდებულ/მსჯავრდებული იყო რეგისტრირებული რეფერალთა ბაზაში, რომელთაგან გეგმიური ამბულატორიის 1800 შემთხვევაში და გეგმიური სტაციონარის 500 შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ვადები დაირღვა. 2019 წლის 9 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, გეგმიური სტაციონარული დახმარება, არსებული რიგიდან (სხვადასხვა სახის ოპერაციული მკურნალობა) გაეწია ჯამში 163 მსჯავრდებულს, ხოლო გეგმიური ამბულატორიული დახმარება (რენტგენი და კტ), 14 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე არსებული რიგიდან - 114 მსჯავრდებულს. მხოლოდ დეკემბრის თვეში, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩატარდა 400 000 ლარის ღირებულების ინტერვენციები, მათ შორის მიმდინარე გეგმიური და გადაუდებელი (ურგენტი) სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)