|
2019-12-31 11:12:34, 4021 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი - ღირსების შეგრძნების მქონე ადამიანი შვილს პარლამენტთან განთავსებულ ატრაქციონებზე არ მიიყვანს
„დაყავი, გარყვენი და იბატონე - ესაა ერთადერთი, რისი შემოთავაზებაც ოცნებას შეუძლია ამ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის - იმ შვილებისთვის, ვისი სახელითაც დადგეს ეს ატრაქციონები და ბატუტები!“, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი მერიის მიერ პარლამენტთან კარვების აღების ფაქტს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ბავშვები შვილმოკლულ მამას დაუპირისპირა: „ბავშვები დაუპირისპირეს შვილმოკლულ მამას; კაცს, რომელსაც ჯერ შვილი მოუკლეს და მერე იმის უფლებაც წაართვეს, სიმართლე იცოდეს- ვინ და რატომ ჩაიდინა ეს! ყველაფრის მიღმაა ცინიზმის ხარისხი! ყველაფრის მიღმაა სახელმწიფოს და საზოგადოების ასეთი ჩეხვა! არც ერთი ღირსების შეგრძნების მქონე ადამიანი შვილს არ მოიყვანს ამ ატრაქციონებზე, თავად დასხედით ზედ, ჯამბაზებო, სხვა მაინც არაფრისთვის ვარგიხართ!“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობასთან განთავსებული კარვები, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, დაშალეს და მის მაგივრად ატრაქციონები დადგეს. კარვების დაშლისას ადგილზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ 9 პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)