|
2019-12-27 18:24:04, 1530 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის წევრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა, სამედიცინო სექტორს, ჯანდაცვის რეფორმის კონცეფცია წარუდგინეს, კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეფორმის სხვადასხვა გზები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. „შეხვედრის მთავარი თემა, უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიზნებისთვის, ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი მიმართულებების განხილვა იყო. ეს შეეხება, როგორც ფასების დადგენის და გათანაბრების პროცესს, ასევე სტრატეგიული შესყიდვების პროცესს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებას, ადამიანური რესურსის მიმართულებით სისტემის საჭიროებების შესწავლას და მოცვას იმგვარად, რომ სამედიცინო მომსახურების მოდელი მიუახლოვდეს დასავლურ მოდელს. კონკრეტული ინტერვენციების თაობაზე, მოვისმინეთ კლინიკების წარმომადგენლების შენიშვნები და მოსაზრებები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 2012 წლის შემდგომ, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო უპრეცედენტო სოციალური პასუხისმგებლობა და განახორციელა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. აღნიშნული პროგრამა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ფუნდამენტად იქცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვამ მოსახლეობას და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ პირებს მკურნალობის საშუალება მისცა და უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ პაციენტის გარდა მნიშვნელოვანი ბენეფიტები მიიღო დარგმაც, განხორციელდა ინვესტიციები, შეიქმნა ახალი სამედიცინო დაწესებულებები და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. მიუხედავად ამისა, ბოლო წლების განმავლობაში, პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ გაჩნდა მნიშვნელოვანი რისკები ხარისხის ნაწილსა და ფინანსური მდგრადობის მიმართულებით - წლების განმავლობაში, შემცირების ნაცვლად - გაიზარდა ჩვენი მოქალაქეების მიერ სამედიცინო მომსახურებაზე ჯიბიდან გაწეული ხარჯი. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გადაუდებელი და გეგმიური შემთხვევების პროპორცია არის 80/20 განვითარებულ ქვეყნებში კი -20/80. სწორედ ამ მიზეზების გამო, ქვეყანაში დაიწყო ჯანდაცვის რეფორმის ახალი ტალღა, რომელიც ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება და რეკომენდირებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ. დაგეგმილი რეფორმები საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა. სამედიცინო სექტორთან შეხვედრაზე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე იმყოფებოდა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)