|
2019-12-27 10:29:21, 2409 ნახვა
პოლიტიკა
ბიბილოვი ახალგორელებს: შეგიძლიათ უკმაყოფილება გამოთქვათ საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციული ქმედებების გამო
„თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ხელისუფლებას და გზის ჩაკეტვისა და მათი უაზრო პროვოკაციული ქმედებების გამო უკმაყოფილება გამოთქვათ“, - ასე მიმართა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბოლოვმა ახალგორის მოსახლეობას მათთან შეხვედრისას. დე ფაქტო ლიდერის თქმით, არ შეიძლება ახალგორის მოსახლეობის ფასეულობები მხოლოდ მათ კომფორტზე იყოს კონცენტრირებული, მაშინ როდესაც წნელისის მოსახლეობას ქართული საგუშაგოების მახლობლად იარაღის ლულა მიშვერილს უწევს ცხოვრება. „როგორც პრეზიდენტს მომმართავთ, რომ გზები მე ჩავკეტე, მაგრამ ეს არასწორია, პრობლემა ვერ მოგვარდება ჩემს მიერ, ან სამხრეთ ოსეთში. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ხელისუფლებას და გზის ჩაკეტვისა და მათი უაზრო პროვოკაციული ქმედებების გამო უკმაყოფილება გამოთქვათ, რადგან მათ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათავსეს არალეგალური პოსტი, სთხოვეთ შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა მიმართ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვართ ერთი ქვეყნის მოქალაქეები,რომელსაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჰქვია, როდესაც ერთ რაიონში გვაქვს პრობლემა, ეს ეხება მთელი რესპუბლიკის მოსახლეობას, თუ მტრული მოქმედებები ეხება ერთი ტერიტორიის მცხოვრებლებს , მაშინ ეს ეხება ყველას. არ შეიძლება ახალგორის მოსახლეობის ფასეულობები მხოლოდ მათ კომფორტზე იყოს კონცენტრირებული, მაშინ როდესაც წნელისის მოსახლეობას ქართული საგუშაგოების მახლობლად იარაღის ლულა მიშვერილს უწევს ცხოვრება. ჩვენ ერთი ვართ და ერთად უნდა ვიბრძოლო მტრის წინააღმდეგ“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. ბიბილოვის ულტიმატუმმა მოსახლეობა გააღიზიანა, რომელთა ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)