|
2019-12-25 18:25:52, 1425 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი: დღეისათვის პენიტენციური სისტემა მთლიანად უზრუნველყოფილია ახალი უნიფორმებით
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უნიფორმები გადასცა. ღონისძიება N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა. როგორც მინისტრმა განმარტა, 2018 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ ჩატარდა უნიფორმების ინვენტარიზაცია. ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ პენიტენციურ სისტემას უნიფორმების მწვავე დეფიციტი ჰქონდა, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის2018 წლის 25 დეკემბრის ანგარიშიც ადასტურებს(N76/36 გამოქვეყნების თარიღი 01.02.2019). მოცემული დეფიციტისა და მისგან გამოწვეული პრობლემების მოკლე დროში აღმოსაფხვრელად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, მინისტრის2018 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებით "სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ" განისაზღვრა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების უნიფორმის მახასიათებლები.ამასთან, 2018 წლის 22 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი ესკორტის ოფიცრების უნიფორმების შესაძენად. სატენდერო პირობებში ჩაიდო მოთხოვნა, რომ უნიფორმა უნდა ყოფილიყო ქარხნული წესით დამზადებული და უმაღლესი სტანდარტის, ასევე წყალგაუმტარი, ქარგაუმტარი, მაღალი ხარისხის გამძლე ქსოვილისგან დამზადებული და სხვ. ტენდერის შედეგად შეძენილი ახალი უნიფორმებით 2019 წლის პირველ ნახევარში ესკორტის ოფიცერთა კორპუსი სრულად აღიჭურვა.დღეს კი ახალი უნიფორმები გადაეცათ პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პირებს - ინსპექტორ-კონტროლიორებს, უსაფრთხოების ოფიცრებსა და სხვ. მათთვის 1800 კომპლექტი ფორმის შესაძენად ტენდერი 2019 წლის 24 აპრილს გამოცხადდა და ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, სატენდერო პირობებით განსაზღვრული იყო, რომ უნიფორმები უნდა ყოფილიყო მაღალი ხარისხის. „როდესაც 2018 წელს პენიტენციური სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადმოვიდა, სისტემაში უნიფორმების მწვავე დეფიციტი იყო. დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ - ჩვენ შევძელით, რომ ერთ წელიწადში მთელი პენიტენციური სისტემა ახალი უნიფორმებით მთლიანად ყოფილიყო უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)