06:43 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 12:18:55, 1184 ნახვა

საზოგადოება
„სვეტის“ ობიექტებზე სამშენებლო პროცესის გაგრძელება 2020 წლის თებერვალიდან იგეგმება

კომპანია „სვეტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების გაგრძელება 2020 წლის თებერვლიდან იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, დაზუსტდა და განისაზღვრა მერიის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტების დასასრულებლად უნდა განხორციელდეს.

„იცით, რომ კომპანია „სვეტის“ მშენებლობებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, გავაფორმეთ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია „M2“-თან და 2500 დაზარალებულ  ოჯახს აუცილებლად მოვუგვარებთ პრობლემას. მათი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულომ „სვეტის“ სამშენებლო ობიექტებს ნუცუბიძის, მირცხულავას და ჭყონდიდელის ქუჩებზე მიანიჭა დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი, რის საფუძველზეც საფუძველზე, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხების განმხილველი კომისიის ინტენსიური მუშაობის შედეგად უკვე დასრულდა სამშენებლო ობიექტებთან მიმართებაში არსებული არქიტექტურული, ურბანული, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა; დაზუსტდა და განისაზღვრა ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტის დასასრულებლად უნდა განხორციელდეს, რომ დროულად და რაც შეიძლება სწრაფად დავაკმაყოფილოთ დაზარალებულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლის დასაწყისში  კომპანია „M2“ სამშენებლო ნებართვებს მიიღებს.

„დღეს, კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მთავრობა განიხილავს და საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით, მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიასთან და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, 2020 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი სამსახურები, როგორც სატრანსპორტო, ურბანული, არქიტექტურა, გარემოს დაცვითი სამსახური. ამ მჭიდრო თანამშრომლობით, თებერვალში უკვე შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics