|
2019-12-24 14:19:06, 881 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტებს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტ მაგისტრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტები განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს გაეცნენ. კახა კალაძის თქმით, მერია თანხებს გამოყოფს როგორც წარმატებული, ისე სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის. „დედაქალაქის მერიას აქვს საკმაოდ საინტერესო პროგრამა. ეს არის სტიპენდიები წარმატებული სტუდენტებისთვის, ასევე, ვეხმარებით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს. ამ მიმართულებით დაახლოებით 1,5 მლნ ლარი იხარჯება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელებას მომდევნო წელს ვაპირებთ. არა მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, არამედ ქვეყნის მასშტაბით გვინდა განვახორციელოთ - შეიქმნას სხვადასხვა პლატფორმები, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ნიჭი, საინტერესო შეხედულებები რეალობად აქციონ სხვადასხვა პროექტების სახით. მინდა ამ ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვო და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან ახორციელებს წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებს. სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ, თითოეულ სტუდენტზე 562 ლარის ოდენობით. 2015 - 2019 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდია გადაეცა 745 წარჩინებულ მაგისტრანტს. აქედან, მიმდინარე სემესტრში - 107 წარმატებულ მაგისტრანტს. აღნიშნული პროგრამის წლიური ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს. ღონისძიებას მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დაესწრნენ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)