22:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-24 13:13:12, 1762 ნახვა

კომენტარი
საკრებულოს თავმჯდომარე: ხაბეიშვილის მიზანი იყო, რომ ამგვარი ინციდენტი მომხდარიყო

„ხაბეიშვილის მიზანი ზუსტად იყო ის, რომ მომხდარიყო ამგვარი ინციდენტი“,- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

მან მოუწოდა ორივე მხარეს, მაქსიმალურად იყვნენ ორიენტირებულნი საქმეზე და დაძაბულოებს თავი დაანებონ.

"ხაბეიშვილის მიზანი ზუსტად იყო ის, რომ მომხდარიყო ამგვარი ინციდენტი. სამწუხაროდ, მოხდა ინციდენტი, მაგრამ ეს იყო მათი დღის წესრიგი. მოვუწოდებ ყველა მხარეს მაქსიმალურად იყვნენ საქმეზე ორიენტირებული და ამ დაძაბულობებს თავი უნდა დავანებოთ," - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ  საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე  ერთმანეთს ფიზიკურას  დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი, ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი,  გიორგი დოხტურიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics