|
2019-12-23 13:05:15, 1891 ნახვა
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხი დაამტკიცა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი განიხილა და დაამტკიცა. „როგორც იცით, უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრს, ნიკანორ მელიას რეგლამენტის შესაბამისად. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოვიდა დოკუმენტაცია ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის როგორც უფლებამონაცვლის ცნობის თაობაზე. არსებობს ცესკო-ს განკარგულება, შესაბამისი დოკუმენტები, რაც არის იმის საფუძველი, რომ კომიტეტმა მიიღოს გადაწყვეტილება უფლებამოსილების ცნობის. შემდგომ თქვენ იცით, რომ რეგლამენტის შესაბამისად, ეს გადაეგზავნება ბიუროს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი შესაბამისი დადგენილებით“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა. კენჭისყრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა, კარლო კოპალიანმა და ენძელა მაჭვარიანმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი არ დაუჭირეს. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ ნიკა მელიას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც სასამართლომ დეპუტატის მიმართ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კერძოდ, მას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)