23:26 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 22:22:56, 2783 ნახვა

პოლიტიკა
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს გიორგი გახარია შეხვდა

ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა. 
ირინა გაფრინდაშვილის თქმით, ხელისუფლებისგან ოჯახმა მიიღო პირობა, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო ჩართულობა კიდევ უფრო გააქტიურდება.
"შევხვდით და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მათი თქმით, კიდევ უფრო აქამდე აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები და კიდევ უფრო გააძლიერებენ ბერკეტებს, რადგან ჩვენი ერთადერთი ბერკეტი არის საერთაშორისო ზეწოლა", — განაცხადა გაფრინდაშვილის შვილმა.
მისივე თქმით, კონკრეტულ სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით სჯობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ ისაუბროს.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. გაფრინდაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მისი ტყვეობაში დატოვების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.

გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics