|
2019-12-20 19:31:09, 2762 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი - საქართველოზე უფრო ახლო პარტნიორი დასავლეთს და აშშ-ს ამ რეგიონში არ ჰყავს
„მოდით ფაქტებით ვისაუბროთ, მინდა ვთქვა, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ სტატიის პათოსს, როგორ შეიძლება საქართველო დაადანაშაულო კურსის ცვლაში რუსეთისკენ მიმართულების აღებაში. ის რეალური შედეგი რაც ჩვენ გვაქვს, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით,საქართველოზე უფრო ახლო პარტნიორი დასავლეთს და აშშ-ს ამ რეგიონში არ ჰყავს, რაც ფაქტებით არის გამყარებული: "საქართველოს შეაქვს წვლილი ავღანეთში ჩვენს ნატოელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სწრაფი რეაგირების მისიაში. ჩვენ 32 თანამემამულე დავკარგეთ ამ მისიაში.ეს ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის, თითოეული ამ ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის არის უძვირფასესი. ეს არის ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია იმ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ, რასაც ერთად ებრძვის მთელი დასავლური სამყარო, ჩვენი პარტნიორები , ევროპა და ამერიკა. გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ყურადღებით გადაავლეთ თვალი, როგორი კონკრეტული შედეგები გვაქვს ამერიკისთან სტრატეგიულო პარტნიორობის კუთხით.თვდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ახალ სამწლიან შეთანხმებას მოეწერა ხელი,რამდენიმე კვირის წინ.ეს არის საქართველოს კურსის ცვლა რუსეთისკენ ?“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას. მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში - კონსტიტუციაში, ასევე პარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოს მთავრობის დოკუმენტში, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, აღნიშნულია, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. „კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, ასოცირების შეთანხმება გვაქვს, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა,ვიზალიბერალიზაცია, გაცხადებული მიზანი გვაქვს, რომ ჩვენ გვინდა ევროპული პერსპექტივა, ეს არის ქვეყნის კურსის ცვლა? თუნდაც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნის კუთხით, განხორციელების კუთხით,მედიის თავისუფლების კუთხით, რეიტინგებში, ბიზნესის კეთების კუთხით,ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც ქვეყნის სტარეგიულ ფუნქციას ზრდის. სადაც არის ამერიკის, ევროპის ინტერესები, სადაც არის ბრიტანული და ამერიკული კომპანიების ინტერესები. ეს ყველაფერი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის და რეგიონში საქართველოს ფუნქციის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასტურია“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)