22:54 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 12:51:59, 1497 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ „განკითხვის დღე“ უნდა მოვუწყოთ

„ „ქართულ ოცნებას“ უნდა მოვუწყოთ „განკითხვის დღე“, იმ არაადამიანური პასუხებისთვის, რაც ძალაუფლების ტკბობიდან გამომდინარე აქვთ“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საზოგადოების მოთხოვნაა პროპორციული არჩევნები და არა პარლამენტში ადგილებით ვაჭრობა.

„100-50-ზე ფუნდამენტურად არ ცვლის მიდგომებს არჩევნების თვალსაზრისით. საზოგადოების მოთხოვნა არის, პროპორციულად იყოს წარმოდგენილი ყველა ძალა პარლამენტში და არა ის, ვიღაცამ ივაჭროს ვის მეტი ადგილი ექნება და ვის ნაკლები.

იანვრიდან, ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინაარმდეგობის მოძრაობა და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოვუწყოთ „განკითხვის დღე“, იმ არადამიანური პასუხებისთვის რაც ძალაუფლების ტკბობიდან გამომდინარე მათ აქვთ. პასუხისმგებელი ეს ხალხი არ არის ვინც მოლაპარაკებებზე ზის, პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია და მას აუცილებლად მოვუწყობთ „განკითხვის დღეს“ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც უკვე პირდაპირ და ღიად აცხადებენ, რომ ფინანსური სანქციები უნდა იყოს ივანიშვილთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics