|
2015-07-24 16:06:47, 442 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციას მთავარი პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს
ოპოზიციას მთავარი პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. სესიაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილება, რომელთა შორისაა "პროკურატურის შესახებ კანონპროექტი". მას დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცნობს. "რასაც ჩვენ გთავაზობთ, ეს არის პრინციპულად ნახტომისებური გადასვლა სრულიად ახალ სისტემაზე, რომელმაც არა მხოლოდ პროკურატურის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, არამედ მისი დეპოლიტიზაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია",-განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ რომ, მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში გადამწყვეტი როლი აღმასრულებელ ხელისუფლებას ექნება. "ვენეციის კომისია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენც მივიჩნევთ, რომ პირიქით, კანონპროექტით კანონდება ის, რომ იუსტიციის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ და პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებამ და ხელისუფლების პოლიტიკურმა გუნდმა, შეარჩიოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა",-აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა. ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ მთავარი პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით, სამთავრობო პროგრამიდან ამონარიდი წაიკითხა და ხედვების შეცვლის მიზეზებით დაინტერესდა: "მინდა, ციტატა წავიკითხო სამთავრობო პროგრამიდან, რომელსაც ჰქვია "ძლიერი დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის". "მთავარ პროკურორს პარლამენტის თანხმობით, თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო თანამდებობიდან მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება მოხდება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით, ან საქართველოს პრეზიდენტის დასაბუთებული გადაწყვეტილებით" .მაინტერესებს, რამ განაპირობა ამგვარი რადიკალური ცვლილება თქვენს ხედვებში და რატომ გადაუხვიეთ ამ პროგრამას",-მიმართა ვიქტორ დოლიძემ ალექსანდრე ბარამიძეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კი, დეპუტატს ასეთი პასუხი გასცა: "შეიძლება, ამწუთში რაღაც აზრის იყო და შემდეგ სხვა დროს რაღაც აზრი შეიცვალო. მთავარია, უარესობისკენ არ შეიცვალო აზრი, თორემ უკეთესობისკენ აზრის შეცვლა ყოველთვის შეიძლება" ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, საპროკურორო 15 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8 წევრს აირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით. 8 წევრიდან 1/4 მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. დანარჩენი წევრები არიან: ერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან; ერთი დეპუტატი პარლამენტის იმ წევრებიდან, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან; ორი მოსამართლე, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს; ორი წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელთაც აირჩევს პარლამენტი იმავე კრიტერიუმებისა და წესების დაცვით, რომლითაც აირჩევიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები. საბჭოს უხელმძღვანელებს იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრი საბჭოს ერთის ნაცვლად სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. სამი კანდიდატის შესახებ წარდგინება უნდა იყოს დასაბუთებული და მათი შერჩევის მიზნით გაიმართება კონსულტაციები სამართლის სფეროს სპეციალისტებთან, აკადემიურ წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხს, შესაბამისი დაკვნის საფუძველზე, გადაწყვეტს თავად საბჭო. საბჭოს წინაშე საგანგებო პროკურორის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხის დაყენება, საბჭოს უმრავლესობის ნაცვლად, შეეძლება საბჭოს ერთ წევრსაც. საგანგებო პროკურორობის კანდიდატის კრიტერიუმებიდან, ვენეციის კომისიის შემოთავაზების შესაბამისად, გაუქმდა გამომძიებლად მუშაობის გამოცდილების კრიტერიუმი, რაც ცალკე აღებული საკმარისი აღარ იქნება. საპროკურორო საბჭოს წინადადება მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აღარ წარედგინება მთავრობას და გადაიგზავნება პირდაპირ პარლამენტში.
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)