03:29 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 23:13:59, 1144 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან ლუკა სირაძის ხსოვნის აქცია გაიმართა

პარლამენტთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო სახელმწიფო უნივერსიტების სტუდენტები მდუმარე აქციას მართავენ. სტუდენტები პარლამენტთან ილიას უნივერსიტეტიდან მსვლელობით მოვიდნენ. სტუდენებს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრებიც შეუერთდნენ. მათ პარლმენტთან სანთლები დაანთეს და ლუკა სირაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

აქციის მონაწილეების გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა კი პარლამენტის შენობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე ლუკა სირაძის ოჯახის მიმართ სოლიდარობისა და, მათი თქმით, "მანკიერი საპოლიციო სისტემის" საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics