03:31 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 13:51:12, 1425 ნახვა

საზოგადოება
DRI - ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობა სისტემურ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის

„სისტემურ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის მხოლოდ ცალკეულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - ასე ეხმაურება „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნული ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების შემჭიდროვებულ ვადებში წარმართვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ლუკა სირაძის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გუნდი მწუხარებას გამოთქვამს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და საზოგადოებას. 

საქმეში გამოკვეთილი დარღვევები, მათ შორის, სპეციალიზაციის არმქონე სამართალდამცავთა ურთიერთობა არასრულწლოვანთან, სავარაუდოდ მუქარისა და დაშინების გამოყენება აღიარების მიღების მიზნით, ხაზს უსვამს ქართული მართმსაჯულების სისტემურ ხარვეზებს. მიუხედავად საგანგებოდ შემუშავებული არასრულწლოვანთა მართმსაჯულების კოდექსისა, რომელიც თავის დროზე სამართლიანად შეფასდა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად, პოლიციის სისტემა არ/ვერ იცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ არის ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებული.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ სისტემურ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის მხოლოდ ცალკეულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემჭიდროვებულ ვადებში წარმართოს გამოძიება.  საქმეში მონაწილე ყველა პირის ვინაობის, როლისა და პასუხისმგებლობის დადგენა მიუხედავად მათი თანამდებობრივი იერარქიისა, საზოგადოებას სისტემური ხარვეზების ანალიზის საშუალებას მისცემს.

ლუკა სირაძის საქმის გამოძიება იქნება ტესტი, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.  

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ყურადღებით დააკვირდება საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics