03:31 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 12:43:55, 870 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე ასფალტის საფარის მოწყობა დასრულდა

„მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე ასფალტის საფარისა და ტროტუარზე ქვაფენილის მოწყობა დასრულებულია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 9 მარტისა და დედაენის ბაღების მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი   დენდროლოგიური სამუშაოების ჩათვლით, გაზაფხულზე დასრულდება. 

„პროექტის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ ასფალტის ბოლო ფენები დააგეს. მოასფალტების შემდეგ კი უკვე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ამ პროექტის მეორე ფაზა არის დენდროლოგიური სამუშაოების განხორციელება. 9 მარტისა და დედაენის ბაღების დენდროლოგიურ პროექტებს ჩვენ უკვე 8 იანვრიდან გავაგრძელებთ, როცა განახლდება სამუშაოები. დასრულებულია ხიდების რეაბილიტაციაც. მიმდინარეობს ხიდების გარე მოპირკეთების სამუშაოები. მოძრაობა აღდგენილია ხიდებზეც. მიმდინარეობს, ასევე,  ტროტუარების მოპირკეთებაც. ბაზალტსა და ტრავერტინში ხდება მისი მოწყობა. გარდა ამისა,  დასრულებულია 9 მარტისა და დედაენის ბაღების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა. დენდროლოგიურ პროექტი გაზაფხულზე უკვე დასრულებული იქნება“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მასშტაბური პროექტის ღირებულება დაახლოებით, 7.5 მლნ ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics