21:43 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 01:02:54, 1765 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ლომჯარია: კიდევ ერთხელ ვერ შევძელით, დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე

"კიდევ ერთხელ ვერ შევძელით, დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას.

ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახალხო დამცველის აპარატი, მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე გამოძიების პროცესს.

„15 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა... ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას... ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს საქმის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს. ჩვენი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესს, ასევე, შევაფასებთ, რატომ არ იყო გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით“, - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics