21:44 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 00:09:03, 1727 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილ მოზარდზე - ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

“15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენ საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა. ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებულ 15 წლის მოზარდი ლუკ სირაძე იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

მანამდე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო,  მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა 12 დეკემბერს სცადა. „ამ ცხოვრების დედაც“ – ეს არის ფრაზა, რომელიც, სავარაუდოდ, მოზარდმა „მწვანე სკოლაში“ დაწერა, რასაც მისი გამოკითხვა მოჰყვა.
საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლიანი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics