21:43 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-17 15:25:07, 2128 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: გაკვირვებული ვარ იმ შეფასებებით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ

„გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ, თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით“ , - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამერიკელი კონგრესმენების წერილს.

ვოლსკის თქმით, აღნიშნულ შეფასებებზე არა მხოლოდ წერილობითი პასუხების გაცემა, არამედ დეტალური ფაქტობრივი მასალის მიწოდებაა საჭირო.

"ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ობიექტურად და საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასამართლო რეფორმა, რაზედაც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებით და ინფორმაციით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს გააჩნიათ თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საჭიროა დეტალური პასუხის გაცემა და არა მარტო წერილობითი პასუხი, არამედ დეტალური ფაქტობრივი მასალის მიწოდება, რასაც ალბათ ჩვენი კოლეგები, პარლამენტის წევრები შეძლებენ ვაშინგტონში ყოფნის პერიოდში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics