|
2019-12-16 16:48:14, 1633 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე: ამ ადამიანებს პატიმრების უფლებების დაცვაზე საუბრის მორალური უფლება არ გააჩნიათ
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავასა და სერგო რატიანს პატიმრების უფლებების დაცვაზე საუბრის მორალური უფლება არ გააჩნიათ. თალაკვაძის თქმით, ეს ადამიანები წლების განმავლობაში დუმილით ხვდებოდნენ ადამიანთა წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში და არასდროს არ ინტერესებოდნენ ნაწამები ადამიანების ბედით. „ეს ის ხალხია, ვისაც პატიმრების პირობებზე, პატიმრების უფლებების დაცვაზე საუბრის არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია. ეს არის ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში დახუჭული თვალებით და დუმილით ხვდებოდნენ ათასობით ადამიანის წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წელიწადში 340-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებას საპატიმროებში ხვდებოდნენ დუმილით. ესენი არიან ადამიანები, ვინც ევროპის საბჭოს წამებათა კომიტეტის დასკვნებს ხვდებოდნენ სრული იგნორირებით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს, არც ერთი გარდაცვლილი პატიმრის, არც ერთი ნაწამები ადამიანის ბედით, არათუ მათ მშობლებთან შეხვედრით, არ დაინტერესებულან. დღეს ეს ადამიანები მოდიან და ხმამაღლა საუბრობენ პატიმრების პირობების მონიტორინგზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)