|
2019-12-16 14:33:52, 1444 ნახვა
საზოგადოება
სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის ტრენინგი გაიმართა
საქართველოში მონრეალის ოქმის შესრულების ხელშემწყობი ქმედებების პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის. ტრენინგს, რომელიც ითვალისწინებდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ესწრებოდა წინასწარ შერჩეული 25 მონაწილე იმ ტექნიკოსებიდან, რომელთაც გავლილი აქვთ სერტიფიცირება და აქვთ ნებართვა მოემსახურონ სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებს და თბურ ტუმბოებს. აღნიშნულ ტრენინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსთვის საზიანო ნივთიერებების მოხმარების შემცირებისათვის, რადგანაც ისინი ხელს უწყობენ სახიფათო ნივთიერებების შემცველი მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების ცნობიერების ამაღლებას. თავის მხრივ, ტრენინგის მონაწილე ტექნიკოსები თავად ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები საბოლოო მომხმარებელთათვის, რაც საერთო ჯამში, ხელს უწყობს ქვეყნის მიერ ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე ფტორირებული გაზების ემისიების შემცირების საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას .„ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ“ მონრეალის ოქმისა და გაეროს ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის’’ კიოტოს ოქმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ქვეყანაში სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორი განვითარდეს მსოფლიოში მიღებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, რადგანაც აღნიშნული სექტორი ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და სამრეწველო სათბური აირების ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორი არის მუდმივი განახლების პროცესში, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა პროფესიონალი კადრების სწავლებისა და გადამზადების საკითხს ენიჭება, რადგან სწორედ ტექნიკოსების კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება. ზემოთაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 2018 წლის 1 იანვრიდან მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს. სერტიფიცირების ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრიდან ვრცელდება ყველა იმ ტექნიკოსზეც, რომელიც ემსახურება 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან/და ტუმბოებს. სერტიფიცირების ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უზრუნველყოფს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)