01:25 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 17:06:24, 1612 ნახვა

საზოგადოება
საინფორმაციო კამპანია „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ დასრულდა

საინფორმაციო კამპანია „გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები“ 2019 წლისათვის თბილისში გამართული ტრენინგებით დასრულდა.

ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია სექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლები ესწრებოდნენ.  აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავდა ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ.

კამპანიის ფარგლებში ტრენინგი “გარემოსდაცვითი დემოკრატია - ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” საქართველოს ყველა მხარეში ჩატარდა. ტრენინგებზე მონაწილეობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს და ჯამში 500-მდე საჯარო მოხალე და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგნელები გადამზადდნენ.

ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველჰყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აღნიშნულ საინფორმაციო კამპანიას 2020 წლიდან კვლავ გააგრძელებს და მოსამართლეებს, პროკურორებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ჯგუფებს გადაამზადებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics