10:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 09:39:58, 986 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე საწვრთნელ ბაზა „ალგეთს" ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გაცნობითი ხასიათის ვიზიტით საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ მინისტრის მოადგილეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია ახლდნენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საწყისი საბრძოლო მომზადების ბაზის ინფრასტრუქტურა - ყაზარმები, სასადილო და სამუშაო კაბინეტები დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს გაეცნო.

ბაზის მეთაურმა სტუმრებს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც ცენტრის მოკლე და საშუალოვადიან გეგმებს მოიცავდა. ვიზიტის დასასრულს ანა დოლიძემ საწვრთნელი ბაზა „ალგეთის“ სასროლეთიც დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics