|
2019-12-14 15:26:12, 1525 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი აცხადებს, რომ დიპკორპუსს ივანიშვილის ქონების დაყადაღება სთხოვა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღება სთხოვა. როგორც ნათელაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდის ლიდერს საქართველოდან „მოპარული“ ქონება ევროპის ქვეყნებში გააქვს და იქ აბანდებს. „ჩემი გამოსვლის დროს მთავარი მოთხოვნა გახლდათ ივანიშვილის მილიარდების დაყადაღება ევროპის ბანკებში. მას ჩვენგან მოპარული სიმდიდრე გააქვს სწორედ ჩვენს მოკავშირე ევროპის სივრცეში, იქ ყიდულობს უძრავ ქონებას, იქ აბანდებს აქციებში და აქტივებში, იქ ინახავს პირდაპირ ნატურალურად. მე დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ვთხოვე განსაკუთრებით ევროკავშირიდან აკრედიტირებულს, რაც მალე იქნება დაყადაღება, დაპატიმრება, ფინანსური სანქციები ივანიშვილის ქონებაზე რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ფორმატში და უკვე ეს გაკეთებულია ევროპაში აბრამოვიჩიდან დაწყებული ვერიპასკამდე ყველა სანქცირებულია, მით მალე და კატაკლიზმების გარეშე გადავა საქართველო განვითარების აი იმ ეტაპზე, რისთვისაც მთელი ერი ამდენი წელი და საუკუნეა ვიბრძვით და რისი იმედიც აქვს ჩვენს ევროპელ მეგობრებს. იმდენად უყვარს ივანიშვილს ფული და ქონება, რომ 1 ევროც, რომ დაუყადაღონ ევროპის ბანკებში, ის იმ წუთას მიატოვებს თავის სამარცხვინო აქოთებულ გუნდს, იმ წუთში მიატოვებს პუტინს, თავის მფარველებს, იმ წუთში დაანებებს თავს სამუდამო დიქტატორობაზე ოცნებას და აიღებს ხელს ერთპიროვნული ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებაზე“,- განაცხადა ნათელაშვილმა.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)