|
2019-12-13 16:01:57, 1102 ნახვა
საზოგადოება
თიბისის და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 მარადმწვანე ხე დაირგა
თიბისის და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგა. თიბისის მიერ ქალაქისთვის შეძენილი ხეებით თაყაიშვილისა და ალექსიძის ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთი გამწვანდება. გამწვანების აქცია დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა თბილისის მერმა - კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა- ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს. 1 300 ხის დარგვა ერთადერთი ინიციატივა არ არის, რომელსაც თიბისი მწვანე საფარის გაშენების მიმართულებით ახორციელებს. ბანკის ინიციატივით, ბორჯომში 2017 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღსადგენად, 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგო. შედეგად, ბორჯომის ტყის დაზიანებული საფარის 10 ჰექტარი აღდგება. გარდა ამისა, თიბისის მიზანია კომპანიის აქტივობები ეკომეგობრული გახადოს და შეამციროს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება. ამ მიზნის მისაღწევად, ბანკში უკვე არაერთი ინიციატივა ხორციელდება. · დაიწყო თიბისის ავტოპარკის ეტაპობრივად ეკო მანქანებით ჩანაცვლება. ამჟამად ავტოპარკი 59 ჰიბრიდულ და 14 ელექტრო-მანქანას აერთიანებს. ინიციატივის ფარგლებში, თიბისიმ საგრძნლობლად შეამცირა საწვავის მოხმარება. · თიბისის ახალი სათავო ოფისი, რომლის მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს, 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80% -კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა; · თიბისიში უკვე დაიწყო ნარჩენების დახარისხება, პლასტმასის ჭიქების ქაღალდის ჭიქებით ჩანაცვლება, მაკულატურის გადამუშავებით წიგნების დამზადება. კომპანია ხელს უწყობს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებასაც; · ბანკი ზრუნავს გარემოზე არა მხოლოდ პირდაპირი ნეგატიური გავლენის შემცირების მიმართულებით, არამედ - ირიბისაც, რაც მომხმარებლების გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვას და მათი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას გულისხმობს. თიბისი მომავალშიც გეგმავს გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივისა და პროექტის განხორციელებას.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)