01:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 15:44:54, 1694 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი მდინარაძის განცხადებაზე: უსამართლო სისტემით ჩატარებული არჩევნები კრიზისს გამოიწვევს

„რაც იყო პირადად ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო რამ, ისიც დგება უკვე სერიოზული რისკების და კითხვის ნიშნის ქვეშ“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა სააჩევნო სისტემა არ იყოს უსამართლო და არჩევნები ჩატარდეს დარღვევების გარეშე.

„ეს არის ყველაზე არასწორი ფორმა და მიდგომა, როგორც შეიძლებოდა მთლიანად ეს პროცესი გაგრძელებულიყო. კრიზისებს იწვევს ერთადერთი რამ, თუკი უსამართლო საარჩევნო სისტემით და მნიშვნელოვანი დარღვევებით და ხარვეზებით ჩატარდება არჩევნები. ეს ორი რამ გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ კრიზისს. ამიტომ, საჭიროა სისტემა არ იყოს უსამართლო და არჩევნები ჩატარდეს სწორად, გამართულად და დარღვევების გარეშე. ამის ნაცვლად იმის თქმა, რაც უკვე წერია კონსტიტუციაში და რაც არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ერთად გაკეთებული 2017 წელს, ჩვენი ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პირობებში და რაც იყო პირადად ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო რამ, ისიც დგება უკვე სერიოზული რისკების და კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, რომლის შედეგადაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics