01:24 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-13 13:20:24, 795 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო

ვარკეთილში თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე 1300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და თიბისის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ერთად მიიღო.

კახა კალაძემ თიბისის ნერგების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ერთობლივი აქცია და მინდა  თიბისის მადლობა გადავუხადო ნერგების გადმოცემისთვის. დარგვის სამუშაოები „ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა. შედეგად ეს კონკრეტული გზაგამყოფი, სადაც ახალი ნერგები დაირგო, ძალიან ლამაზი გამოვა. იცით, ჩვენი მხრიდან  როგორი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, არსებულის რეაბილიტაციას და როდესაც დასრულდება სამუშაოები,   კიდევ ერთი ძალიან  კარგი პროექტი გვექნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილის ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და  თბილისის საკრებულოს წევრებმა მიიღეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics