19:44 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 11:34:28, 1040 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია იურიდიულ კომიტეტზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის ჩაშლას ცდილობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის ჩაშლას ცდილობს.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კენჭისყრის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა, ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე ტრიბუნასთან მივიდა და განაცხადა, რომ კენჭისყრის ჩატარებას შესაძლებლობას არ მისცემთ.

ამის შემდეგ ოხანაშვილმა მანდატურებს მოუწოდა, რომან გოცირიძე ტრიბუნიდან გაეყვანათ.

სხდომის ჩაშლას ცდილობს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

ხმაურის გამო, კენჭისყრის ჩატარება ვერ ხერხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics