00:22 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 11:51:04, 1088 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა

საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელგუჯა ნუცუბიძემ ტექნიკური უნივერსიტეტის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის სტუდენტებისათვის პრეზენტაცია გამართა, სადაც ,,ბაქო - თბილისი -  ყარსის" სარკინიგზო პროექტის მიზნებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და ასოციაციის გამგეობის წევრები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა ასოციაციის წევრებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს არა მხოლოდ აღნიშნული პროექტის, არამედ საქართველოს რკინიგზის მიერ დაგეგმილ  სხვა პროექტებსა და შესაძლებლობებზე.

,,დღეს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია ტექნიკური უნივერსიტეტის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთანდილ შარვაშიძის აქტიური ხელშეწყობით და მხარდაჭერით იმ სტუდენტებს შევხვდა, რომლებმაც სამომავლო პროფესიად რკინიგზელობა აირჩიეს. დაარსების დღიდან  ასოციაციის პრიორიტეტი რკინიგზელთა კვალიფიკაციის ამღლება და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ინიცირება და მხარდაჭერაა. მიხარია, რომ ამ პრეზენტაციამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია და საინტერესო დისკუსიაც გაიმართა," - აღნიშნა  ელგუჯა ნუცუბიძემ. მისი განცხადებით, ასოციაცია გეგმავს პერმანენტულ შეხვედრებს  სტუდენტებთან და იმ მიმდინარე და აქტუალურ პროექტებზე საუბარს, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის ინიციატივითა და ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის" ხელშეწყობით, სარკინიგზო მიმართულების წარჩინებული  სტუდენტები სტიპენდიას იღებდნენ, ხოლო მაგისტრანტებისა და დოქტორანტების სწავლის საფასური 50 %-ით ფინანსდებოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ ტექნიკურ უნივერსიტეტში სარკინიგზო-სასწავლო ლაბორატორია დააარსა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics