23:14 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 13:26:32, 1121 ნახვა

საზოგადოება
პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე „კუპიდონი კრემლის კედელთან“;

საუკეთესო პოეტური კრებული - ზაზა ბიბილაშვილი „ფაზლი“;

საუკეთესო პროზაული კრებული - ზაალ სამადაშვილი „ოსტატთან შეხვედრა“;

საუკეთესო პიესა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე „დისტოპიესები“;

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - თემურ ბაბლუანი „მზე, მთვარე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება“;

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - სულხან სალაძე „უცნობი ძველი აჭარა“;

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ნანა ტონია თარგმანისთვის ევრიპიდეს „ჰეკაბე“ და მანანა დუმბაძე თარგმანისთვის ვირჯინია ვულფის „ორლანდო“;

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა მთარგმნელ მანანა გიგინეიშვილს;

წელს საბას ჟიურიმ ვერ გამოავლინა შორთლისტები წლის საუკეთესო კრიტიკაში და ამ ნომინაციისთვის განსაზღვრული ჯილდო, ასევე, ჟიურის გადაწყვეტილებით, გადანაწილდა ორ სხვადასხვა ნომინაციაზე. ნომინაციაში ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა დაჯილდოვდა ნინო ლომაძის "ვაშლის ბაღები" და ნომინაციაში ლიტერატურული დებიუტი - გიორგი მასხარაშვილი "14 კრისტალის თეორია".

წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა, 1 თვის წინ „საბას“ ჟიურიმ 33 ფინალისტი დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიაზე სწორედ ამ ფინალისტებიდან გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც „საბას“ პრიზები და სოლიდური ფულადი პრემიები გადაეცათ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics