|
2019-12-08 14:13:28, 1971 ნახვა
საზოგადოება
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
„თბილისი ენერჯიმ“ ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კომპანიის ინფორმაციით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად საცხოვრებელ ბინებში გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების გამართული მუშაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმიური შემოწმებების გარდა, ინტენსიურად ამოწმებენ გაზგაყვანილობასა და შიდა ქსელს. მიუხედავად უამრავი მაგალითისა და გაფრთხილებისა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში, აბონენტების ნაწილი აიგნორებს ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილებებს და უკვე ჩაჭრილ სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე. ხშირად გაზის დანადგარების მილებს უერთებენ კორპუსის სავინტილაციო არხებს, რაც კატეგორიულად აკრძალულია. ამით ისინი არა მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან. ნოემბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 3867 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები. ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანილობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასე გამოიყურება: ისანი-ვაზისუბანი - 962; სამგორი - 878; საბურთალო - 449; გლდანი - 343; მთაწმინდა - 296; სანზონა - 226; კრწანისი - 213; ნაძალადევი - 174; დიდუბე - 95; ჩუღურეთი - 84; ნუცუბიძე - 72; დიღომი - 41; ვაკე - 26; წყნეთი - 8. კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - ქსელზე თვითნებურად დაერთებული და ღია წვის კამერიანი დანადგარები სასიკვდილოა. ნუ გარისკავთ საკუთარი, ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლით. გაითვალისწინეთ გაზის სპეციალისტების რეკომენდაციები. „თბილისი ენერჯი“ გაფრთხილებთ, არ მოიხმაროთ აკრძალული და მკვლელი ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები. ასევე, გახსოვდეთ, რომ ქარიანი ამინდის დროს ბინაში CO(ცეო)-ს დაგროვების რისკი კიდევ უფრო იზრდება. „თბილისი ენერჯი“ მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - ხშირად გაანიავეთ ფართი, დარეკეთ 114-ზე და შეამოწმეთ გაზგაყვანილობა სრულიად უფასოდ. გახსოვდეთ - CO (ცეო) კლავს!" - აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)