17:01 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 10:30:05, 1134 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები საპროტესტო აქციას დღეს ქუთაისში გამართავენ

დღეს, 14:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები ქუთაისში, მასშტაბურ მშვიდობიან აქციას გამართავენ.

აქცია კიკვიძის სკვერიდან დაიწყება და აღმაშენებლის მოედანზე დასრულდება.

აქციის მიზანი უცვლელია - 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სანამ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან არ მოიძებნება პოლიტიკური გამოსავალი, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება.

„ყველაფერი იქნება მშვიდობიანი. ასეთი აქციები გაგრძელდება სხვა ქალაქებში, სხვა რეგიონებში, ასევე გაგრძელდება თბილისში, პარლამენტთან. ამ ყველაფრის დასასრული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი მოიძებნება“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics