|
2019-12-04 21:38:36, 1512 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია - საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება
ის პრინციპები, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად საჭიროებს განვითარებას, რომლის მთავარი ამოსავალი, მთავრობისთვის არის უპირველეს ყოვლისა მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და ამასთან ერთად დარგზე ზრუნვა, რამდენადაც დარგის საშუალებით ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დარგის და ერთობლივად ყველას რეფორმაა. „შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგების და რეპუტაციის დაცვა და განვითარება ვფიქრობ, ჩვენი ყველას ინტერესია. იმ პრინციპებს, რითაც ამ რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად განვითარება სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი და ლოგიკური პოზიცია. თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა, სხვანაირად მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება. მაინტერესებს, რა არის ძირითადი პრობლემა თქვენი ხედვით, რისი გამოსწორებაა შესაძლებელი. მაინტერესებს ჯანდაცვის სისტემა და საყოველთაო ჯანდაცვა უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში, რადგან ეს სისტემური ცვლილებებია. ამ სისტემურმა ცვლილებებმა პირველ რიგში უნდა გაზარდოს ეფექტურობა და შედეგად - ხარისხი მომსახურებისა, რომელსაც ჩვენს რიგით მოქალაქეებს ვაწვდით. აქ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, ვფიქრობ, ამაზეც შევთანხმდებით", - მიმართა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. კლინიკების ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით წერილით მიმართეს. მიმართვის საპასუხოდ, მთავრობის მეთაურმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დღეს სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა, რომელზეც მათ არგუმენტაციას გაეცნო. შეხვედრას 30-მდე კლინიკის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა.
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)