|
2019-12-04 16:35:03, 1347 ნახვა
საზოგადოება
„დიმიტრი, ბიძინა მთაწმინდაზე დაიკრძალება, შენ - ძეგვში“ – „20/30-იანელები“ მცხეთის მერიასთან აქცია-პერფორმანსს მართავენ
მოძრაობა „20/30-იანელების“ წარმომადგენლები მცხეთის გამგეობასთან, დიმიტრი ხუნდაძის საწინააღმდეგო აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, სამშობლო, ხუნდაძეს ამ უდიდესი ქველმოქმედის და საზოგადო მოღვაწის, ბიძინა ივანიშვილის „გადაგდებას“ არ აპატიებს. „ხუნდაძემ იუდასავით გაყიდა ივანიშვილი და ამ დიდებულ ადამიანს, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა“, - ამბობენ მოძრაობის წევრები. შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრები ივანიშვილის მთაწმინდაზეე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგგროვებენ. „ბიძინა ივანიშვილი, ქველმოქმედი და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც არაერთხელ დაანახა სიკეთე ქართველებს, ააშენა ბოტანიკური ბაღი, რომელშიც 22 მილიონი ლარი ჩადო, პარკ „ციცინათელას" მეზობლად მდინარე ჩოლოქსა და ნატანებს შორის, გააშენა 1500 ევკალიპტის ხე-პარკი, რომელსაც 25 ათასი ლარი დაახარჯა. ხეები რომ ზღვაში დაცურავდნენ და გზები საათობით იკეტებოდა, სადენებს რომ ჭრიდნენ, ხეების გადასატანი მანქანები ვერ ეტეოდნენ და უშუქოდ რჩებოდა მოსახლეობა, ესეც ქველმოქმედების ნაწილი იყო. წვერმაღალას პარკის მოსაწყობად ივანიშვილმა ტერიტორია კერძო პირისგან გამოისყიდა. სწორედ ამიტომ, მოძრაობა 20-30-იანელები ვითხოვთ ამ ადამიანის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას, 100 წლის შემდეგ, ვაჟას გვერდით!“, - ნათქვამია მოძრაობის წევრების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)