21:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 22:22:46, 10083 ნახვა

სხვადასხვა
მეცნიერების კვლევის მიხედვით, შავი ზღვის ნაწილი მკვდარია

მეცნიერების კვლევის მიხედვით, შავი ზღვის ნაწილი მკვდარია. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს შავი ზღვიდან ამოღებული სინჯები და ისინი თვლიან, რომ ზღვის ნაწილი მკვდარია.

"ბი-ბი-სი" ასევე წერს, რომ წლების განმავლობაში, აღმოსავლეთ ევროპისთვის შავი ზღვა ნაგავსაყრელად იყო ქცეული, რამაც ზღვის მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა. აბუჯალილ აბდურასულოვის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, ავტორი ამბობს, რომ შავი ზღვა ევროპის ზღვებს შორის, ყველაზე მეტად არის დაბინძურებული.

"ბი-ბი-სი"-ს ჟურნალისტი ბათუმში იმყოფებოდა, კერძოდ ნაგავსაყრელზე და ყვება, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი იმისა, რომ ზღვა კვდება. ჟურნალისტმა ასევე გადაიღო შავი ზღვის სანაპირო უკრაინის მხრიდან, სადაც ზღვას სასიცოცხლო ნიშნები თითქმის აღარ ეტყობა. ჟურნალისტთან ერთად შავ ზღვაში სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ აიღეს სინჯები.
ზღვის გარკვეულ მონაკვეთებში აღმოჩნდა ადამიანისთვის საშიში ბაქტერიაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი ტიპის ბაქტერია ადამიანს კლავს. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება სპეციალისტებმა მაშინ გააკეთეს, როცა სინჯებს უკრაინაში იღებდნენ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics