16:05 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 11:49:02, 1497 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი: დაძაბულობის განსამუხტად მნიშვნელოვანია დიალოგი და დასაგმობია დაპირისპირება

„ყოველთვის სხვადასხვა დაძაბულობის განსამუხტად მნიშვნელოვანია დიალოგი და დასაგმობია დაპირისპირება“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში ჟურნალისტებთან საუბრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

მისი თქმით, ევროკავშირი ხელს უწყობდა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგს და რაც მთავარია, აზრთა გაცვლა მოხდა.

„ევროკავშირი სხვებთან ერთად ხელს უწყობდა ამ დიალოგს და რაც მთავარია მოხდა აზრთა გაცვლა. დიალოგის პროცესი არის უმნიშვნელოვანესი და ველოდებით რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ყოველთვის სხვადასხვა დაძაბულობის განსამუხტად მნიშვნელოვანია დიალოგი და დასაგმობია დაპირისპირება. ზუსტად დიალოგის სასუალებით ჩვენ შეგვიძლია აღვუდგეთ ძალადობას. პარტნიორებთან ერთად იყო ამაზე ლაპარაკი. ჩვენ გავიაზრებთ იმ გამოცდილებას, რომელიც იყო და უახლოესი დღეების განმავლობაში გადაწყდება და ვნახავთ, თუ რა იქნება მომავალში. ეს შეხვედრა არ ვიცით როდის იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება ახლო მომავალში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics