|
2019-12-02 14:42:07, 871 ნახვა
საზოგადოება
ველური ბუნების სააგენტოში ხე-მცენარეთა გამოყვანის სეზონი დაიწყო
ველური ბუნების სააგენტოში ხე-მცენარეთა დაფესვიანების, დაკალმებისა და თესვის პერიოდი მიმდინარეობს. სააგენტოს სპეციალისტებს საქართველოს წითელი ნუსხის , ტყისშემქნელი და ურბანული სახეობები სასათბურე პირობებში გამოყავთ. ამ ეტაპზე ითესება ჭალის მუხა, სამხრეთის აკაკი, პანტა და ფიჭვი. გამრავლების სეზონი პირველ ყინვებამდე მიმდინარეობს. ველური ბუნების სააგენტო მცენარეთა თესლის დასამუშავებელი დანადგარებიითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობით ხდება თესლების დახარისხება და თესლის აღმოცენების უნარის განსაზღვრა, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი თესლის ხარისხიანობისა, რადგან თესლის აღმოცენების სხვადასხვა უნარზეა დამოკიდებული პირველ რიგში თესვის ნორმა, შემდგომ კი ბიოლოგიური მახასიათებლები. თესლის ვარგისიანობის დადგენის შემდგომ სათესლე მასალის სტრათიფიცირება და შემდგომში თესვა ხდება. ველური ბუნების სააგენტოში წელიწადში 900 000 ძირი ნებისმიერი ხე-მცენარის ჩითილის წარმოება ხდება. მცენარეთა თესვის სეზონი შემოდგომაზე იწყება და გაზაფხულამდე გრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)