|
2019-11-30 10:24:26, 2899 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე - არ ვფიქრობ, რომ დღეს რაიმე შედეგს მივაღწევთ
„ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ გამოსავალი, ცალმხრივად წავედით კომპრომისზე, თუ ამაზეც არ დათანხმდნენ, პრობლემა არ არის, ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ შეხვედრა შედეგიანი იქნება. „არ ვფიქრობ, რომ დღეს რამე შედეგს მივაღწევთ. პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებს, განსაკუთებით ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ მათ თავის თავზე იტვირთეს ეს ძალიან მძიმე მისია და ამ დიალოგის ორგანიზება დაიწყეს, რაც ჩვენ საზოგადოებას ძალიან სჭირდება. მეორე არის ის, რომ გუშინდელი კოშმარული დღის და ღამის შემდეგ, რაც ქუთაისში ხელისუფლებამ ა(ა)იპების, სსიპ-ებისა და სხვა სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების მეშვეობით ჩვენ ოფისთან მოაწყო, ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ რაიმესთვის იყვნენ მზად. მესამე და მთავარი - ჩვენ კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადავდგით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის თავზე აიღო პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს, ამაზე უარი თქვა. ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, ცალმხრივად წავედით კომპრომისზე. თუ ამაზეც არ დათანხმდნენ, მაშინ პრობლემა არ არის, გაგრძელდება ყველაფერი ისევ ისე, როგორც არის. საქართველოს მოქალაქე არის დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან“, ხოლო რაც შეგვეხება ოპოზიციურ პარტიებს, ვერავინ დაგვადანაშაულებს, რომ დიალოგზე არ დავთანხმდით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ცნობისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)