|
2019-11-29 19:24:14, 4379 ნახვა
რეგიონი
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლო წელი ახალ კამპუსში დაიწყო
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2019-2020 სასწავლო წელი ახალ კამპუსში დაიწყო. ახალი კამპუსი ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში „მედინას“ ტერიტორიაზე მოეწყო. კამპუსის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი აუდიტორიები, ლაბორატორიები და სიმულაციური სადგურები აღჭურვილია თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიული ხელსაწყოებით, მანეკენებითა და სიმულატორებით. უნივერსიტეტის სტუდენტებს წვდომა აქვთ სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან, რომელშიც თავმოყრილია სახელმძღვანელოების, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების უმდიდრესი კოლექცია. გარდა ამისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უნივერსიტეტის შენობაში არსებული ბიბლიოთეკით. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის ბაუ გლობალის წევრია, რომელიც 2015 წლიდან ახორციელებს ინგლისურენოვან საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის ამერიკული მოდელის სამედიცინო პროგრამას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)