|
2019-11-28 15:47:55, 1263 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი უწყების 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებულ მადლობას უხდის
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს და აღნიშნული უწყების დაახლოებით, 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში გააცნო და განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეულად გადავლახოთ ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომელიც გვაწუხებს. ეს პროექტები არ არის მხოლოდ კახა კალაძე. ჩემს უკან დგას 29 000 ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად, თავიანთი საქმიანობით აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს განსხვავებული, ლამაზი და შენარჩუნებული ის ღირსშესანიშნაობები, რომელიც ქალაქს გააჩნია. ესაა ის დიდი გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი - ყველას ძალისხმევით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თქვენი - რიგითი მოქალაქეების თანადგომით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი მართლაც განსხვავებული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერმა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)