18:01 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 13:58:34, 1476 ნახვა

საზოგადოება
ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გენერალური დირექტორი JICA-ს პროგრამის ფარგლებში იაპონიაში იმყოფება

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, კრიტიკული მედიცინის სრული პროფესორი, ნინო ქაჯაია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობა დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის გასაძლიერებლად“ ფარგლებში იაპონიაში იმყოფება.

პროგრამა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეგიდით ხორცელდება და მასში საქართველოს სახელით მონაწილეობისათვის, სწორედ ნინო ქაჯაია შეირჩა.

პროგრამა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე იაპონიის ჯანდაცვის სისტემის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიამ ამ კუთხით უნივერსალური მოდელი შექმნა, რომელიც არაერთმა ქვეყანამ გაიზიარა.

ვიზიტის ფარგლებში ნინო ქაჯაიამ შეხვედრები გამართა სამედიცინო სფეროს არერთ წარმომადგენელთან, ასევე შეხვდა საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროგრამის მნიშვნელობას, მასში საქართველოს ჩართულობას, ასევე საქართველო-იაპონიას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics