|
2019-11-23 19:57:28, 2290 ნახვა
პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე ეგოიზმს მოერია და მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა - ვიდეო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “დღეს, გიორგობის დღეს ჩვენ შევხვდით ძველ თანამებრძოლებს და ასევე, ოპონენტებს, ის ხალხი ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე. გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ის მოერია ეგოიზმს. “ მოვერიეთ ჩვენს შინაგან „მე“-ს, ეგოიზმს და მიგვაჩნია ერთი რამ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობაა ჩვენი გამოსავალი. მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დარაზმვა არის გამოსავალი და ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ. იმიტომ, რომ ჩვენ, წესით, უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი წინაპრების“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)