11:00 - 02 Aug, 2026
|
2019-11-21 12:09:58, 2567 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერად ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა
საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ მინისტრის პრესსპიკერი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი პოზიციის შემოღება ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ადმინისტრაციას, მოქალაქეებსა და მედიას შორის. „მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრეს სპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი. ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ადმინისტრაციას, მოქალაქეებსა და მედიას შორის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)