10:59 - 02 Aug, 2026
|
2019-11-21 11:53:51, 2237 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა სჭირდება ხალხს
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, კარგია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ხალხს სჭირდება. „ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პირობების პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. მე, როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი - მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა შენარჩუნდეს. ის, რომ ეს მოდელი ვერ შემოვიდა ამ ქვეყანაში, ეს არის გარანტია იმის, რომ 2020-ის არჩევნების შედეგად მივიღებთ იმ მმართველ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)