|
2019-11-21 10:39:30, 1755 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: დესტაბილიზაცია, რომელიც გადადის ქუჩებში პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე
„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იმისთვის, რომ მსგავსს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი“, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციებს. პრემიერის თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები უპასუხისმგებლოდ მოქმედებენ და მათი ქმედებები დესტრუქციულია, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. „ჩვენი ქვეყნის უახლოესი წლების განმავლობაში უახლოესი წლების გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები. ყველაფერი ის, რაც ხდება ქვეყნის სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა პირდაპირ გავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან ჩვენს განზომილებაზე ცხოვრების როგორიც არის ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ, ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას, და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ეკონომიკური ზრდა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)