08:46 - 02 Aug, 2026
|
2019-11-18 11:05:06, 1074 ნახვა
პოლიტიკა
მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა - ვიდეო
ცოტა ხნის წინ პარლამენტში მივიდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რომლის გამოჩენას საკანონმდებლო ორგანოსთან ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას „ბიძინას გოშია“, „მონა“ და „ვირთხა“ ეძახეს. ქვარაიას სურდა პარლამენტში შესვლა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ის არ შეუშვეს. გარდა სიტყვიერი დაპირისპირებისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, რის გამოც პროცესში ჩაერთო პოლიცია და მერაბ ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია სამართალდამცავების დახმარებით დატოვა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან მისული იყო უმრავლესობის წევრი, რევაზ არველაძე, რომელიც ასევე არ შეუშვეს აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)