|
2019-11-17 20:10:27, 2810 ნახვა
რეგიონი
ჯაბა ფუტკარაძემ ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია გამართა
შუახევის ინტელექტ-კლუბმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და მაღალმთიანი აჭარის რესურცენტრების მხარდაჭერით, საჯარო სკოლების უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის საჯარო ლექციები დაიწყო. საჯარო ლექციებს უსასყიდლოდ წაიკითხავენ რეგიონსა და ქვეყნის მასშტაბით ცნობილი ადამიანები, მათ შორის ლიტერატორები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და თანამდებობის პირები. საჯარო ლექციები შუახევის მერიის სააქტო დარბაზში თვეში ერთჯერ გაიმართება. პირველ საჯარო ლექცია დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გამართა.
► საჯარო ლექციას ახალგაზრდებთან ერთად შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ. საუბრის თემას ევროპული განათლება, პროფესიის არჩევა და მსოფლიო ტენდენციები, უცხო ენის სწავლების აუცილებლობა და მეთოდები წარმოადგენდა. საჯარო ლექციების მიზანია: მუნციპალიტეტში მცხოვრებ მასწავლებლებისა და მოსწავლეების სამოქალაქო განათლებისა და საზოგადობრივი კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, სოციალური აქტივობისა და თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობის გაზრდა, ქვეყნის განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი მიღწევების პროცესში ჩართვის წახალისება, მოსწავლეთა მოტივირება, პროფესიის არჩევა,არაფორმალურ განათლების ხელშეწყობა, აქტიური მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ინდივიდის ჩამოყალიბება და ა.შ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)