|
2019-11-17 15:03:30, 2861 ნახვა
რეგიონი
ზამლეთის თემში სახალხო დღესასწაული „ზამლეთობა“ გაიმართა
ზამლეთის თემში სახალხო დღესასწაული ,,ზამლეთობა" გაიმართა. დღესასწაული დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, საზოგადოება ,,ზამლეთელის“ წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ზამლეთის თემისთვის დამახასიათებელი ისტორულ - ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნიმუშები. გამოფენილი იყო სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმის ექსპონანტები.
გაიმართა სპორტული შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, ჭადრაკში და შაშში. კულტურულ ნაწილში მონაწილეობდნენ ანსამბლები ,,შუახევი“, ,,ფესვები“, ,,ხევი“ და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში საპატიო ზამლეთელის დაჯილდოვება გაიმართა. ზამლეთელის წოდება წელს 4 მოქალაქეს მიენიჭა. პატარების გართობაზე ზრუნავდა გასართობი ცენტრი ,, ლულუს სახლი“. საღამო გაგრძელდა ახალგაზრდული ნაწილით, სადაც წარმოდგენილი იყო ცოცხალი მუსიკა, პოეზია და სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ღონისძიება გრანდიოზული ფოიევერკით დასრულდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)