|
2019-11-15 12:25:15, 1757 ნახვა
კომენტარი
კენეტ იალოვიცი - აშშ-ში საქართველოს უამრავ მეგობარს შორის შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას
„შეშფოთებული ვარ იმით, რაც საქართველოში მოხდა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. როგორც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა, ჩნდება კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას. „მე არ ვერევი საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა. ეს საარჩევნო რეფორმა, ივნისის მოვლენების შემდეგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს ის. ამერიკაში, საქართველოს უამრავ მეგობარს შორის შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას და მე იმედი მაქვს, რომ პოზიტიური ნაბიჯები, მათ შორის, მთავრობის გამჭვირვალობის მხრივ, გადაიდგმება“, - განაცხადა კენეტ იალოვიცმა. შეგახსენებთ, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ეხებოდა, ჩავარდა. კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი მხოლოდ 101-მა დაუჭირა, 3-მა კი, ხმა წინააღმდეგ მისცა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა მმართველი გუნდის იმ ტეპუტატთა ნაწილმაც, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები თავადაც იყვნენ. კანონპროექტის ჩაგდებას საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და განაცხადეს, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აქციებს უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ. გარდა ამისა, გუშინ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)