14:43 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 11:36:08, 1166 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანტონიო ბარტოლის და უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენის Macfrut პრეზიდენტს, რენცო პირაჩინოს შეხვდა. ახალი, გაუყინავი ხილისა და ბოსტნეულის აღნიშნული გამოფენა იტალიის ქალაქ რიმინიში ყოველწლიურად ტარდება, 43 ათას ვიზიტორს მასპინძლობს და მწარმოებლებს მსოფლიო მასშტაბით სარეალიზაციო ბაზრების მოძიების შესაძლებლობებს აძლევს.

გამოფენის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილმა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის მეხილეობის, როგორც ტრადიციული აგრარული დარგის მნიშვნელობაზე და პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების გაშენებასა და სანერგე მეურნეობების შექმნის მიმართულებით მიმდინარე ფინანსური მხარდაჭერის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო პროექტზე „დანერგე მომავალი“.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ხილისა და ბოსტნეულის წარმოება მზარდია და, შესაბამისად, ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში ფერმერების მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია.

„ისეთი მასშტაბის გამოფენაში, როგორიცაა Macfrut მონაწილეობა ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია, პრაქტიკულად, მსოფლიოს გააცნონ.    ამავე დროს, მისასალმებელია გამოფენის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, საქართველოს მხარის გამოფენაში აქტიური ჩართვის შემთხვევაში, მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ ქართველმა მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics